უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეხმაურება. მისი თქმით, ევროპამ ზუსტად ისეთი ერთიანობა აჩვენა, როგორიც საჭიროა.
"ევროპამ ზუსტად ისეთი ერთიანობა აჩვენა, როგორიც საჭიროა. 27-ვე ქვეყანა ერთად, სრული თანამშრომლობა, ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის. ეს არის მკაფიო სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ევროპა გაუძლებს და რომ ევროპას ვერ გატეხს რაიმე დესტრუქციული ქმედებები, რომელსაც კრემლი ყოველთვის იყენებს.
ამავე დროს, ეს არის მკაფიო სიგნალი ატლანტიკის ოკეანის მიღმა, რომ ევროპა ასრულებს ვალდებულებებს, უსაფრთხოების ვალდებულებებს. ჩვენ ველოდებით ამერიკის გადაწყვეტილებებს", - ამბობს ზელენსკი.
გუშინ, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა.